Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოსიჰიდე სუგა: „დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებს ჩავატარებთ“


ტოკიო
ტოკიო

იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 2021 წლის ზაფხულში ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პანდემიის გამო გადადებული ოლიმპიადა აუცილებლად გაიმართება და მისი წარმატებულად მასპინძლობა გახდება ვირუსზე კაცობრიობის გამარჯვების ერთ-ერთი მტკიცებულება.

იოსიჰიდე სუგა ოლიმპიადის ჩატარებაში პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალებული ტურიზმის აღორძინების გზასაც ხედავს. იაპონიის მთავრობის ოპტიმიზმს აბსოლუტურად იზიარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში ტოკიოში ჩასვლას და იაპონიის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.

XS
SM
MD
LG