Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პირველად მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკამ დღე-ღამეში 16 ათას შემთხვევას


20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, რუსეთში პირველად გამოვლინდა კორონავირუსის 16 319 ახალი შემთხვევა, რაც ყველზე მაღალი მაჩვენებელია ეპიდემიის განმავლობაში ქვეყანაში, რომელიც ვირუსის გავრცელებით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

ყველაზე მეტია დაავადებული მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით რუსეთში დაავადდა 1,4 მილიონი კაცი, გარდაიცვალა – 24 635 პაციენტი.

მოუხედავად დაავადების სწრაფი მატებისა, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო საკარანტინო ზომებზე გადასვლას.

21 ოქტომბრიდან მოსკოვის ოლქში დაიხურება მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები და ასევე აიკრძალება მასობრივი თავყრილობები, შეიზღუდება ქორწილების, იუბილეებისა და სხვა გასართობი ღონისძიებების გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG