Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს ყველა, ვინც რუსეთს ყირიმის ანექსიის შესაძლებლობა მისცა


უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, ვინც 2014 წელს რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულის სამხედრო ანექსიის შესაძლებლობა მისცა.

20 ოქტომბერს, ვერხოვნა რადაში, თავისი ყოველწლიური მიმართვის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკის კონკრეტულად რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი არ დაუსახელებია.

მაგრამ აშკარა იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტს მხედველობაში ჰყავდა ის უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც 2014 წლის თებერვალში, მასობრივი გამოსვლების შედეგად პრორუსულად განწყობილი ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ დაეუფლნენ ძალაუფლებას უკრაინაში. ​

„ვინც ყირიმი უბრძოლველად ჩააბარა, პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ანექსირებული ყირიმი კიევის კონტროლის ქვეშ დაბრუნდეს.

რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე მოახდინა. მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის გამო ევროკავშირმა და აშშ-მა მოსკოვს სანქციები დაუწესეს.

XS
SM
MD
LG