Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე განმარტავს, რატომ მიდიან საარჩევნო კლიპში სწრაფი ნაბიჯით


კადრი "სტრატეგია აღმაშენებლის" ვიდეოკლიპიდან
კადრი "სტრატეგია აღმაშენებლის" ვიდეოკლიპიდან

"სტრატეგია აღმაშენებელი" განმარტავს, რატომ დადიან საარჩევნო კლიპში ის და მისი თანაგუნდელები სწრაფი ნაბიჯით. მან თაკო ჩარკვიანის საბურთალოს უბანში წარდგენის დროს თქვა, რომ კლიპში ასეთი სიარული დაუგეგმავი იყო.

"ბევრი ამბობს, ჩვენს კლიპში ასე სწრაფად რატომ დავდივართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ასე გამოვიდა. არავის არ დაუგეგმავს წინასწარ, რომ ჩვენ სწრაფად უნდა გვევლო. ერთი დღე იმაზე ვმსჯელობდით, პირიქით, ხო არ შევანელოთ კადრი-თქო. იცით, რატო მივდივართ სწრაფად? აი, ასეთი სწრაფი ტემპი სჭირდება განვითარებას, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გავარღვევთ გაჭირვების მოჯადოებულ წრეს, რომელიც ამ ქვეყანაშია", - თქვა ვაშაძემ.

რამდენიმე დღის წინ მედიასა და პარტიის ფეისბუკგვერდზე ახალი საარჩევნო კლიპი გამოჩნდა, სადაც ლიდერები ჩქარი ნაბიჯით დადიან. კლიპში ვაშაძე ჰყვება გუნდის მთავარ დაპირებებზე.

XS
SM
MD
LG