Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გააფართოებს სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ


აშშ-ი გააფართოებს სანქციებს მშენებლობის ბოლო ფაზაში მყოფი რუსეთის გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. ამჟამად სანქციები შეეხება კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ან აფინანსებენ იმ გემების აღჭურვას, რომლებიც აწარმოებენ მილსადენის მშენებლობას ზღვის ფსკერზე. სანქციებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაზსადენის მშენებლობის შეჩერება.

პროექტი ითვალისწინებს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელიც რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით წელიწადში 55 მილიარდის კუბური მეტრის გაზს გაატარებს. მოელოდნენ, რომ გაზსადენის გაყვანა 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მშენებლობა შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა სანქციების პაკეტი დაამტკიცა მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ.

ამ შეშფოთებას იზიარებენ ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი,

Bloomberg-ის მონაცემებით, გასაყვანი გახდა 100 კილომეტრის სიგრძის მილსადენი.


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს 25 სექტემბერს მხარის დაუჭირა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პეტერ ალტმაიერმა.
სულ ბოლოს, 17 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიიჩნევს, რომ გაზსადენის მშენებლობა წლის ბოლო დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG