Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმაზ ახვლედიანი: ბათუმში ჩემს მთავარ კონკურენტებად ვხედავ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“


არმაზა ახვლედიანი
არმაზა ახვლედიანი

საარჩევნო სუბიექტის "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მისი მთავარი კონკურენტები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რესან კონცელიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ვარშალომიძე. არმაზ ახვლედიანი მათ დებატებში იწვევს და მოუწოდებს, რომ მის შეთავაზებას დათანხმდნენ.

„ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ სრულად უარყოფს ამ შეთავაზებას, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ვნახოთ, მე დაველოდები კიდევ მათ რეაქციას, თუ არა ვიქნები მკაცრი ყველას მიმართ. მე ვერ ვხედავ ალტერნატივას ვერანაირს, თუ არა დებატები ჩვეულებრივ, ნორმალურ ვითარებაში და მით უფრო ახლა ამ ფონზე“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია დემოკრატიულ პროცესად ვერ ჩაითვლება, თუ დებატები არ გაიმართება.

არმაზ ახვლედიანი არის „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის საარჩევნო ოლქში. იგი იყო მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „აღორძინების კავშირიდან“ და „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან. 2013-2016 წლებში იყო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივანი, არის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელი და დირექტორი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG