Accessibility links

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაზე შსს განცხადებას ავრცელებს


შსს-ს ინფორმაცით, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.


"მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო (ყაჩაღობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და მძევლად ხელში ჩაგდება) შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას
ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცი ბანკის შენობაში შეიჭრა, შენობაში მყოფ თანამშრომრომლებს და მოქალაქეებს დაჩოქება მოსთხოვა და რამდენჯერმე გაისროლა. უცნობია მძევლების ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, შენობაში რჩება ბანკის 5 თანამშრომელი და რამდენიმე მოქალაქე. თავდამსხმელმა მძევალთა ნაწილი გაათავისუფლა, ისინი სამართალდამცველებმა ტერიტორიას გაარიდეს.

ამ დრომდე უცნობია შეიარაღებული პირის მოთხოვნები, მასთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG