Accessibility links

ამირან გოგიტიძე: გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო მიდის მყისიერად


ამირან გოგიტიძე

112-ზე ზარების დაყოფა პრიორიტეტების მიხედვით ხდება, ასე განმარტა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების განაწილების საკითხი. კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან გამოძახებაზე ეკიპაჟების დაგვიანების პრეტენზიების კომენტირებისას მან განაცხადა, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ოპერატიულად მიდიან.

„როდესც ჩვენ გვესმის გარკვეულ მომენტებში, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იგვიანებენ გამოძახებაზე, უნდა ვთქვათ აუცილებლად ხაზგასმით და განვმარტოთ, რომ ყველა გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფები მიდიან მყისიერად და ოპერატიულად. იმ პაციენტებთან, რომლებსაც არ ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათთან მიმართებაში შესაძლოა მოხდეს გარკვეული დაყოვნებით რეაგირება“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ, რომლის თქმითაც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაკრიტიკულ პაციენტებთან სასწრაფოს ბრიგადები ყოველთვის დაყოვნებით მივლენ. მისი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების დაყოვნებითი რეაგირება კონკრეტულ სიტუაციაში ზარების რაოდენობაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ამირან გოგიტიძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისათვის სულ სასწრაფო დახმარების 332 ეკიპაჟი მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG