Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური მცდელობები


სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბრიუსელში გაემგზავრა ევროკავშირსა და ნატოსთან მოლაპარაკებების გასამართად. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კი მოსკოვში იმყოფებიან რუსეთის დიპლომატებთან მოსალაპარაკებლად, რათა შეეცადონ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა 27 სექტემბერს და უკანასკნელმა შეტაკებებმა ასეულობით სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მოსკოვში გაფრინდა „რუსეთის მხარესთან კონსულტაციებისთვის“. მისი სომეხი კოლეგა ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ხვდება. ჯერჯერობით არ არის ნათელი, გაიმართება თუ არა ბაირამოვის და მნაცაკანიანის პირისპირ შეხვედრა.

ამის შემდეგ მნაცაკანიანი და ბაირამოვი 23 ოქტომბერს ვაშინგტონში გაემგზავრებიან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მონაწილეობით, რაც კრიზისში გარდატეხის იმედებს აჩენს.

აშშ, საფრანგეთი და რუსეთი თანათავმჯდომარეები არიან ეუთოს მინსკის ჯგუფისა, რომელიც სათავეში უდგას მთიანი ყარაბაღის გარშემო დავის მოგვარების ჯერჯერობით უშედეგო მცდელობებს 1994 წლის საზავო შეთანხმების შემდეგ.

ამასობაში 21 ოქტომბერს ორივე მხარე იტყობინება ახალი შეტაკებების შესახებ მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო. დაირღვა მეორე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG