Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა „ეკონომიკური ამნისტია“ გამოაცხადა


სადირ ჯაფაროვი

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სადირ ჯაფაროვმა „ეკონომიკური ამნისტია“ გამოუცხადა ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც უკანონოდ მდიდრდებოდნენ კორუფციის მეშვეობით. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საბაჟო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, რაიმბეკ მატრაიმოვის დაკავება და შინაპატიმრობაში მოთავსება. მატრაიმოვი მექრთამეობაშია ეჭვმიტანილი.

ჯაფაროვის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამნისტია შეეხება ყველა ყოფილ სახელმწიფო მოხელეს, ვინც საქმიანობდა „ენერგეტიკის, საბაჟოს, გადასახადების, ფარმაცევტიკის, ლიცენზიების, მადნეულის“ და სხვა სექტორებში და კორუფციულ სქემებს გამოიყენებდა ფულის უკანონოდ მოსახვეჭად.

ჯაფაროვმა 30-დღიანი ვადა მისცა ამგვარი დანაშაულებების ჩამდენ ყოფილ მოხელეებს, რომ გამოავლინონ კორუფციული სქემები და ფული დააბრუნონ, რათა მოიპოვონ „ადმინისტრაციული და ეკონომიკური შეწყალება“.

გუშინ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს მატრაიმოვი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მოკავშირე იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG