Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამტაცებელმა ზუგდიდში გაათავისუფლა კიდევ ერთი მძევალი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გამტაცებელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალიდან.

დაახლოებით ერთი საათის წინ კიდევ ორი მძევლის გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს, 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

XS
SM
MD
LG