Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: ამოცანაა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდეს 76 ხმა პარლამენტში


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა ოპოზიციისთვის ამ ეტაპზე არის ის, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს 76 ხმა იმისთვის, რათა შემდეგი მთავრობის ფორმირება შეძლოს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს ყველა ოპოზიციონერის პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას წარმოადგენს:

„ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, ვისაც სურს თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-პარტნიორებად განიხილავს იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შევლენ და იზიარებენ ბლოკის ძირითად ხედვებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით:

„შესაბამისად როდესაც საუბარია იგივე კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებები დგება არჩევნების შემდეგ, როდესაც შედეგები უკვე ნათელია. ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა "დილის საუბრებში".

სალომე სამადაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს საარჩევნო სიის მერვე ნომერია.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG