Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, 1 კვირით დისტანციურად იმუშავებენ


განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განმარტებით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, სკოლები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნები განთავსდება, 1 კვირის განმავლობაში სწავლების დისტანიცურ რეჟიმზე გადაერთვებიან.

„საარჩვენო უბნების ძირითადი ნაწილი მდებარეობს სკოლების სივრცეში, იმის გამო, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკები ავიცილოთ თავიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავა დისტანციურ ფორმატზე და მომდევნო კვირაში კვლავ განახლდება ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესი“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტაციურ რეჟიმზე სავარაუდოდ მომავალი კვირის ოთხშაბათიდან გადავლენ.

პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული წესით მიმდინარეობს. სწავლის პროცესი სკოლის შენობაში წარიმართება თუ დისტანციურად, სკოლის ადმინისტრაცია წყვეტს, მოსწავლეთა მშობლების მოთხოვნის შესაბამისად.

შაბათს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG