Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ევროპის სამედიცინო დაწესებულებები თადარიგს იჭერენ


გერმანიის ერთ-ერთი საავადმყოფო
გერმანიის ერთ-ერთი საავადმყოფო

ევროპაში, სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა, წუხელ დაავადების ერთდღიანი მაჩვენებელი გადასცდა 200 000-ს.


მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებში დღითი დღე მატულობს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა, სამკურნალო დაწესებულებები ევროპაში ჯერჯერობით არ არიან ისეთი კოლაფსის საფრთხის წინაშე, როგორც ეპიდემიის პირველი ტალღის დროს იყო.


თუმცა, „როიტერსის“ თანახმად, ევროპის ბევრ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებები მომდევნო კვირებში უარესი სიტუაციისათვის წინასწარ ემზადებიან.


ჩეხეთში, სადაც დაავადების რეკორდული ზრდის გამო 14 ოქტომბრიდან ე.წ. ლოკდაუნი მოქმედებს, მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მოსავლელად ქვეყანაში ნატოსა და ევროკავშირის 300 სამხედრო მედიკოსის მოწვევას ითვალისწინებს.


უფრო მეტი კოვიდინფიცირებულის მოლოდინში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში საავადმყოფოებში აწვენენ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ.


ხოლო პოლონეთის მთავრობამ, ვარშავაში, ეროვნულ სტადიონზე მოაწყო 500 კაცზე გათვლილი საველე საავადმყოფო.

XS
SM
MD
LG