Accessibility links

ყირგიზეთის მოქმედმა პრეზიდენტმა დაამტკიცა კანონი ცვლილებების შესახებ, რაც მას არჩევნებში მონაწილეობისკენ გზას უხსნის


სადირ ჟაპაროვი, 23 ოქტომბერი, 2020 წელი, ბიშკეკი.

ყირგიზეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა, ხელი მოაწერა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, გადაიდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რითაც, ჟაპაროვს შეეძლება მომავალ საპრეზიდენტო კენჭისყრაში მონაწილეობისკენ გზა გაიხსნას. მძევლების გატაცებისთვის ნასამართლევი პოლიტიკოსის ქმედებას, კრიტიკოსები ძალაუფლების მიტაცებას უწოდებენ. ჟაპაროვმა სწრაფად იმოქმედა, როცა ხელი მოაწერა კანონს გვიან 22 ოქტომბერს, რამდენიმე საათში მას მერე, რაც პარლამენტმა დაამტკიცა მომავალი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის საჭირო კანონი, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ჟაპაროვს, როგორც მოქმედ პრეზიდენტს, არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

23 ოქტომბრის ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეკემბრის 20-სთვის განმეორებით დაგეგმილი კენჭისყრის გადატანას მომავლისთვის, დეპუტატებს აძლევს დროს, რომ ათ იანვრამდე გაატარონ საკონსტიტუციო რეფორმები და ჟაპაროვს გზა გაუხსნან კენჭისყრისკენ.

ჯაფაროვი, რომელიც ყოფილი ნაციონალისტი პარლამენტარია და დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიტიკური მეტოქის გატაცებაში, პარლამენტარებმა 14 ოქტომბერს აირჩიეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ქვეყანაში შექმნილი მღელვარებისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ არჩევნებს. 16 ოქტომბერს მას პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალა. საპროტესტო ტალღის გამო გადადგნენ პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი და სხვა მაღალჩინოსნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG