Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შუამავლობით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას სხვა არაბული ქვეყნების შემდეგ სუდანმაც მიაღწია


სუდანმა და ისრაელმა მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ, რის თაობაზე მორიგებაც აშშ-ის დახმარებით მოხდა, როგორ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, სპარსეთის ყურის ორი არაბული სახელმწიფოს შემდეგ.

ტრამპის თანახმად, „სულ მცირე, კიდევ ხუთ არაბულ სახელმწიფოს“ სურს სამშვიდობო შეთანხმება ისრაელთან. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განაცხადა ისრაელის და სუდანის პრემიერ-მინისტრებთან სატელეფონო ერთობლივი საუბრის დროს თეთრ სახლში, 23 ოქტომბერს.

ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა სუდანთან ურთიერთობის ნორმალიზებას ესწრაფვის და პროცესს მან რეგიონში „ახალი ერა“ უწოდა.

სუდანის პრემიერ-მინისტრმა, აბდალა ჰამდოკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მუშაობს იმ მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობებისკენ, რომლებიც უკეთ გამოადგება სუდანის ხალხს.

შეთანხმება გაფორმდა რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც მსგავს შეთანხმებას მიაღწიეს არაბთან გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა და ის მოჰყვა ტრამპის, პირობაზე დამოკიდებულ გადაწყვეტილებას, ამოეღოთ სუდანი იმ ქვეყნების სიიდან, სადაც სახელმწიფო ტერორიზმს აფინანსებს, იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილო-აფრიკული სახელმწიფო ტერორისტული თავდასხმების ამერიკელ მსხვერპლს კომპენსაციას გადაუხდიდა.

23 ოქტომბერს თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ სუდანმა 335 მილიონი დოლარი გადარიცხა ტერორიზმის მსხვერპლის და მათი ოჯახების დახმარების ანგარიშზე.

ეს მოვლენები წარმოადგენს რესპუბლიკელი პრეზიდენტის წარმატებას საგარეო ურთიერთობის სფეროში ნოემბრის არჩევნების წინ, როცა ის შეეცდება კიდევ ერთხელ აირჩიონ ამერიკის პრეზიდენტად.

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ (PLO) შეთანხმებას უწოდა „ახალი დარტყმა“ პალესტინელთა ზურგში.

XS
SM
MD
LG