Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური რაოდენობა გამოვლინდა


ბოლო 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის რეკორდული დღიული მაჩვენებელი დაფიქსირდა - სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, რომ Covid 19 გასული დღე-ღამის განმავლობაში 84 218 ადამიანს დაუდასტურდა.

ერთი დღით ადრე, აშშ-ში, კორონავირუსის 76 195 შემთხვევას ითვლიდნენ.

კორონავირუსის მაჩვენებლები გაზრდილია ოჰაიოს, მიჩიგანის, ჩრდილოეთ კაროლინის, პენსილვანიისა და უისკონსინის შტატებში.

„როიტერის“ ცნობით, ცნობით, ქვეყანაში დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 77 299 ახალი შემთხვევა 16 ივლისს იყო დაფიქსირებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსი 8,5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 224 ათასი პაციენტი.

XS
SM
MD
LG