Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულე ექიმებს დახმარებას სთხოვს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზ კოლეგა ექიმებს მიმართავს და სთხოვს დაეხმარონ აფხაზეთში, საავადმყოფოებში მომუშავე ექიმებს.

მისი სიტყვებით, აფხაზეთი დღეს მედპერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდის. განსაკუთრებით სჭირდებათ ექიმები გუდაუთის საავადმყოფოში, რომელიც კოვიდინფიცირებულთა მთავარი მიმღებია. დახმარებას ითხოვენ სხვა საავადმყოფოების იმ განყოფილებებშიც, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ.

„გვჭირდება რეანიმატოლოგები, თერაპევტები, ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები“, - წერს ცახნაკია თავის მიმართვაში, რომელსაც "აფსნიპრესი" ავრცელებს.

23 ოქტომბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აპრილიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით კი, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3306 შემთხვევა. მათგან 1289 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 33 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG