Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ყველაზე მეტი - 1034 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა


უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, 24 ოქტომბერს გამოვლენილი 1 941 შემთხვევა ქალაქების და რაიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში - 1034 შემთხვევა,
  • აჭარაში - 320,
  • იმერეთში - 258,
  • ქვემო ქართლში - 107,
  • შიდა ქართლში - 68,
  • გურიაში - 12,
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49,
  • კახეთში - 37,
  • მცხეთა-მთიანეთში - 36,
  • სამცხე-ჯავახეთში - 18,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121.

3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 762, აჭარაში - 686. მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 77.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი - მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 20.

2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 - აჭარაში, ხოლო 728 - თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში რჩება 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში -2 183.

სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 916 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისშია - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, ხოლო იმერეთში - 3 741.

XS
SM
MD
LG