Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ეპიდემია უკან არ დაიხევს, თუ დადგენილ წესებს არ დავემორჩილებით


„უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, იმიტომ რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

„მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი - 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, საქართველოში, სადაც დღევანდელი დილის მონაცემებით გამოვლენილია 1941 შემთხვევა, ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი - აჭარა (320 ახალი შემთხვევა), თბილისი (1034 ახალი შემთხვევა) და იმერეთი (258 ახალი შემთხვევა).

მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლმა, სადაც არის 107 შემთხვევა და ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და, შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

XS
SM
MD
LG