Accessibility links

“ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა


„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს.

„თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს“, - წერს ოთარ კახიძე.

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი ასევე ამბობს, რომ მისი პარტია ქუთაისში საარჩევნო კამპანიას აგრძელებს ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით.

„ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს“, - წერს ოთარ კახიძე ფეისბუკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG