Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ცესკომ განაცხადა, რომ 10 იანვარს გაიმართება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები


ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა ბიშკეკში.
ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა ბიშკეკში.

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 10 იანვარს გაიმართება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კომისია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღწეულ იქნა მის სხდომაზე ბიშკეკში.

ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმავლობაშიც დაემხო მთავრობა და გადადგა პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი.

არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა გაყალბების ბრალდებები. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, რომელთა მონაწილეები აპროტესტებდნენ არჩევნებში ჟეენბეკოვის მხარდამჭერი პარტიის გამარჯვებულად გამოცხადებას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა კენჭისყრის შედეგები.

ციხიდან გაათავისუფლეს ყოფილი ნაციონალისტი კანონმდებელი სადირ ჯაფაროვი და 14 ოქტომბერს პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ ჯაფაროვმა საპრეზიდენტო უფლებამოსილებებიც შეითავსა. იანვრის არჩევნებამდე ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. ჯაფაროვმა განაცხადა, რომ ის კენჭს იყრის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუკი მისთვის ამ უფლების მისანიჭებლად გატარდება სათანადო საკონსტიტუციო ცვლილებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG