Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა მწვავედ გააკრიტიკა მაკრონი მუსლიმების მიმართ მისი პოზიციისთვის


რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა შაბათს მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუსლიმების მიმართ მისი პოზიციისთვის. ერდოანმა განაცხადა, რომ საჭიროა, მაკრონმა „თავის ფსიქიკას უმკურნალოს“.

მაკრონსა და ერდოანს შორის აზრთა სხვადასხვაობაა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში სამართლებრივ საკითხებზე, მდგომარეობაზე ლიბანში, სირიაში და - უკანასკნელ ხანებში - მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

„რა შეიძლება ითქვას სახელმწიფოს მეთაურზე, რომელიც მილიონობით სხვადასხვა კონფესიის მორწმუნეს მიმართავს და მათ ფსიქიკის მკურნალობისკენ მოუწოდებს“ - განაცხადა ერდოანმა სატელევიზიო მიმართვაში, ანატოლიის რეგიონის მონახულებისას.

რადიკალური ისლამისგან თავისი ქვეყნის სეკულარული ღირებულებების დაცვისკენ მაკრონის მოწოდებამ აღაშფოთა თურქეთის ხელისუფლება.

ადრე მაკრონმა ისლამს უწოდა რელიგია, რომელიც „მსოფლიო კრიზისს“ განიცდის. პრეზიდენტმა თქვა, რომ დეკემბერში საფრანგეთის მთავრობა წარმოადგენს კანონპროექტს, რომელიც გააძლიერებს 1905 წლის კანონის მოქმედებას, რომლის მიხედვითაც, ეკლესია გამოყოფილია საფრანგეთის სახელმწიფოსგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG