Accessibility links

გარდაბანში ორი შვილის დედას, 23 წლის ქალს ეძებენ


ოჯახის წევრები და ახლობლები გარდაბანში, 23 წლის ქალს ორი დღეა ეძებენ.

25 ოქტომბერს ქალის ახლობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი დახმარებას პოლიციას სთხოვენ, თუმცა, როგორც ქალის მშობლები ამბობენ, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ სანამ გაუჩინარებიდან 72 საათი არ გავა, სამძებრო სამუშაოები ვერ დაიწყება.

გაუჩინარებული ქალის მშობლების თქმით, მათი შვილი ორი დღის წინ, ღამით, სახლიდან დაიკარგა. ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

დაწყებულია თუ არა გამოძიება ქალის გაუჩინარების საქმეზე და ჩართულები არიან თუ არა სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები, ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ შს სამინისტროს მიმართა.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ისინი ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არკვევენ და პასუხს მოგვიანებით შეგვატყობინებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG