Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში დაკარგული 23 წლის ქალი იპოვეს


ორი დღის წინ, გარდაბანში გაუჩინარებული 23 წლის ქალი ნაპოვნია. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

სად იმყოფებოდა ქალი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ და სხვა დეტალებს უწყებაში არ აკონკრეტებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალი სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს.

ოჯახის წევრები და ახლობლები 23 წლის ქალს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 25 ოქტომბერს მათ გარდაბანში საავტომობილო გზაც გადაკეტეს და სამართალდამცავებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდეს.

ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ქალის მშობლები ამბობენ, იგი ორი დღის წინ, ღამით, სახლიდან დაიკარგა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG