Accessibility links

რუსეთში COVID-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1,5 მილიონს გადააჭარბა


რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ტასი იტყობინება COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16500-ზე მეტი იყო, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1513877 არის. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მატება 1,1%-ს შეადგენდა.

ქვეყანაში მკურნალობას განაგრძობს COVID-19-ით ინფიცირებული 350 ათასამდე პაციენტი. კორონავირუსთან დაკავშირებული მიზეზებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 26050-ს მიაღწია. ამ ოფიციალურ მონაცემებს ტასი აქვეყნებს. მათში გათვალისწინებულია ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე არსებული ვითარებაც.

როგორც იტყობინებიან, ნოვოკუზნეცკის მორგში, რომელიც COVID-19-ით ნაავადმყოფართათვისაა განკუთვნილი, აღარ ჰყოფნით ადგილი გვამების შესანახად. YouTube-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ აწყვია მორგის იატაკზე შავი ტომრები. ვიდეორგოლის ავტორის თანახმად, „ყველგან გვამებია“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა ვიდეოს ნამდვილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG