Accessibility links

გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ


გელა ზაალიშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან სლემზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა. სამდღიანი პრესტიჟული ტურნირის ბოლო დღეს - 25 ოქტომბერს, მამაკაცთა შორის, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ძირითად ბადეში ორივე ქართველი მძიმეწონოსანი მეოთხედფინალამდე მივიდა. იქ კი ორივე რუს მეტოქესთან დამარცხდა. ზაალიშვილი ინალ ტასოევთან, ხოლო მატიაშვილი - ტამერლან ბაშაევთან.

„ბრინჯაოს ფინალში“ გელა ზაალიშვილმა ჰოლანდიელ იურ სპიკერსს აჯობა, ლევან მატიაშვილმა - ებრაელ ორ სასონს.

დღესვე, უნგრულ ტატამზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილიც გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა და ისიც რუს მეტოქესთან - მომავალ ჩემპიონ მიხაილ იგოლნიკოვთან.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტის გრან სლემზე სულ ექვსი სპორტსმენით გამოვიდა. ტურნირი უმედლოდ ჩაამთავრეს ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა და ფრიდონ გიგანმა (ორივე 73 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG