Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა


ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მან ტესტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაბალი ტემპერატურა აღმოაჩნდა.

"[კონტაქტების სია] არ იქნებოდა დიდი. მე როგორც კი ვიგრძენი, ეგრევე გავჩერდი... წირვა კი ჩავატარე, მაგრამ მაშინ არაფერი არ მჭირდა და არ გადამიდია არავისთვის", - ამბობს მეუფე TV პირველთან საუბრის დროს.

საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1872 პირი დაინფიცირდა და სულ აღრიცხულია 30 303 შემთხვევა. ამავე პერიოდში განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.

XS
SM
MD
LG