Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზრდება მაჰმადიანების ბრაზი, მიმართული საფრანგეთისკენ მუჰამედის კარიკატურის გამო


საფრანგეთის მიმართ იზრდება უარყოფითი რეაქცია წინასწარმეტყველ მუჰამედის გამოსახულების გამო, რომელიც მაჰმადიანების ნაწილითვის ღვთის გმობაა. 26 ოქტომბერს პაკისტანმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდო „ისლამოფობიური პამპანიის“ გამო საფრანგეთში.

ირანის ოფიციალურმა პირებმა პარიზს „ექსტრემიზმის წაქეზებაში“ დასდეს ბრალი. თურქეთის პრეზიდენტმა თანამემამულეებს მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ ფრანგული წარმოების საქონელს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის ელჩი გამოიძახა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეაქციის გამო საფრანგეთში მასწავლებლისთვის თავის მოკვეთაზე, რაც ისლამისტი მებრძოლის მხრიდან შურისძიება იყო მუჰამედის კარიკატურის გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე ჩვენების მიმართ.

მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ კარიკატურა პროეცირებული იქნა სამთავრობო შენობებზე საფრანგეთში და კარიკატურის ასლები გამოიფინა ბევრის მიერ საპროტესო გამოსვლების დროს. მაკრონმა მაშინ განაცხადა, რომ გააორმაგებს ძალისხმევას, რათა შეაჩეროს კონსერვატული ისლამისტური შეხედულებებით ფრანგული ფასეულობებისთვის ძირის გამოთხრა.

ისლამაბადში საფრანგეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ „პაკისტანი შეშფოთებულია სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ისლამოფობიური, სისტემატური კამპანიის გამო“, ამცნო სააგენტო „ფრანს-პრესს“ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ზაჰიდ ჰაფიზ ჩაუდრიმ.

XS
SM
MD
LG