Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში ხვალიდან ერთკვირიანი კომენდანტის საათი ამოქმედდება


ჩეხეთში, რომელიც კორონავირუსის ზრდის თვალსაზრისით ევროკავშირში ერთ-ერთი რეკორდსმენია, ხელისუფლების განკარგულებით 28 ოქტომბრიდან ამოქმედდება ღამი კომენდანტის საათი. კერძოდ, საღამოს 21:00 საათიდან დილის 05.00 საათამდე კომენდანტის საათის დროს აიკრძალება გარეთ გამოსვლა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არ უკავშირდება გადაუდებელი, ოპერატიული და სამედიცინო სამსახურების მუშაობას, ექიმთან ვიზიტის ან ძაღლის გასეირნებას საცხოვრებელი სახლიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით.


ამასთან კომენდანტის საათის დროს ადამიანებმა, უნდა დაადასტურონ, თუ რატომ გამოვიდნენ გარეთ.

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ჩეხეთში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი 10273 შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა 268270 კაცს. დღევანდელი მონაცემებით აქტიურად ითვლება 162,785 -შემთხვევა. სტაციონარებში იმყოფება 5 613.

ეპიდემიის განმავლობაში ჩეხეთში გარდაიცვალა 2 365 პაციენტი.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო ჩეხეთი იმყოფება ლოკდაუნის პირობებში. კორონავირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად მთავრობა აპირებს სთხოვოს საკანონმდებლო ორგანოს 3 ნოემბრიდან საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გაგრძელების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG