Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკური სტრატეგიის სპეციალისტმა, ვიტალი შკლიაროვმა, ბელარუსი დატოვა


შინაპატიმრობაში მყოფმა პოლიტიკური სტრატეგიის სპეციალისტმა, ბელარუს-ამერიკელმა ვიტალი შკლიაროვმა, რომლის დაპატიმრებამაც აღაშფოთა აშში, - 27 ოქტომბერს დატოვა ბელარუსის ტერიტორია.
მის გათავისუფლებისა და ქვეყნიდან გამგზავრების ფაქტი რადიო თავისუფლებას დაუდასტურა შკლიაროვის ადვოკატმა, ანტონ ჰაშინსკიმ.

„ის ფაქტი, რომ მას მიეცა ქვეყნის დატოვების უფლება, ნამდვილად არის მაიკ პომპეოს სატელეფონო ზარის დამსახურება“, - აღნიშნა ჰაშინსკიმ.

ვიტალი შკლიაროვის გათავისუფლებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოსა და ავოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას შორის. საუბარში პომპეომ ლუკაშენკას მოთხოვა შკლიაროვის "დაუყოვნებლად" გათავისუფლება და მისი ქვეყნიდან გამგზავრება.


უფრო ადრე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური სტრატეგიის სპეციალისტი, ბელარუსი-ამერიკელი ვიტალი შკლიაროვი 19 ოქტომბერს მინსკის დაკავების უწყებიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა შკლიაროვი ივლისის ბოლოს დააკავეს, რამაც აღაშფოთა აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირები, რომლებმაც მის დაკავებას "უსამართლო" უწოდეს. შკლიაროვი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, სენატორ ბერნი სანდერსის და რუსი აქტივისტის, ქსენია სობჩაკის პოლიტიკურ კამპანიებში, მის მშობლიურ ქალაქ ჰომელში, ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში დააპატიმრეს 29 ივლისს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე.


შკლიაროვი ამბობდა, რომ თავის ქალაქში მშობლების მოსანახულებლად იყო ჩასული, მაგრამ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების ამტკიცებენ, რომ ის ცდილობდა ბლოგერ სიარხეი ციხანოუსკის კანდიდატად რეგისტრირებას არჩევნებზე.
თავად ციხანოუსკი არჩევნებამდე დააპატიმრეს. არჩევნებზე მისი ადგილი მისმა ცოლმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ დაიკავა და მას შემდეგ ბელარუსის ოპოზიციის წამყვან აქტივისტად იქცა.

XS
SM
MD
LG