მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა კორონავირუსის 2,8 მილიონზე მეტი შემთხვევა. ეს პანდემიის პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 40 000-მდე ადამიანი.
საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მეორე კვირაა ევროპაზე მოდის რეგისტრირებული შემთხვევების ყველაზე დიდი წილი. გასული კვირის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირდა 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც წინა კვირასთან შედარებით 33%-ით მეტია და მსოფლიოს მასშტაბით დარეგისტრირებული შემთხვევების 46%-ს შეადგენს. ევროპაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 35%-ით გაიზარდა.
მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფ worldometers-ის ვებსაიტზე დღეს, 28 ოქტომბერს დილით განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 44 252 000-ს აჭარბებს. უკვე გამოჯანმრთელებულია 32 447 000-ზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 1 171 000-ზე მეტი ადამიანი.