Accessibility links

site logo site logo

რუსეთს ოლიმპიური თამაშების სამი მედალი ჩამოართვეს


ევგენი უსტიუგოვი

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი ბიატლონისტის - ევგენი უსტიუგოვის მიერ 2010-2014 წლებში ნაჩვენები შედეგები გააუქმა და სპორტსმენს ორ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული სამი მედალი ჩამოართვა. უსტიუგოვი ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო დასაჯეს - მის დოპინგ-სინჯებში აკრძალული პრეპარატის შემცველობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ევგენი უსტიუგოვი ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადაზე მას-სტარტში ჩემპიონი გახდა და ესტაფეტაში, რუსეთის ნაკრებთან ერთად მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 2014 წელს კი, სოჭში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ისევ ესტაფეტაში დაეუფლა ოქროს.

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მკაცრი სანქციის შემდეგ, რუსი სპორტსმენისთვის ჩამორთმეული ოლიმპიური მედლები ასე გადანაწილდება: ვანკუვერის მასსტარტის ჩემპიონის ტიტული მეორე ადგილზე გასულ მარტენ ფურკადს გადაეცემა. ვანკუვერისვე ესტაფეტის ბრინჯაოს პრიზიორად შვედეთი გამოცხადდება. სოჭის ესტაფეტის ოქრო კი გერმანიას ერგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG