Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარა განარისხა „შარლი ებდოს“ გარეკანზე თურქეთის პრეზიდენტის კარიკატურის გამოქვეყნებამ


ცნობილმა ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ გარეკანზე განათავსა რეჯეპ ტაიპ ერდოანის კარიკატურა.

ნახევრად შიშველი თურქეთის პრეზიდენტი სურათში სავარძელში ზის, ცალი ხელით ქვედა კაბას უწევს ქალს და აღმოთქვამს: „ოჰ, წინასწარმეტყევლო!“ კარიკატურის წარწერაში კი ნათქვამია, რომ „პირად ცხოვრებაში ერდოანი ძალიან მხიარულია“.

თურქეთის ხელისუფლებამ დაგმო კარიკატურა, როგორც „კულტურული რასიზმისა და სიძულვილის გავრცელების“ მცდელობა.


„შარლი ებდოს“ პუბლიკაციის ფონია პარიზსა და ანკარას შორის გაჩაღებული კრიზისი, რაც სკოლის მასწავლებლის, სემიულ პატის, მკვლელეობას მოჰყვა 18 წლის ეჭვმიტანილ აბდულაჰ ანზოროვის მიერ.

მკვლელობამდე, მასწავლებელმა, რომელიც სიტყვის თავისუფლებაზე კითხულობდა ლექციას, თავის მოწაფეებს აჩვენა „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა.

16 ოქტომბერს მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმას უწოდა „ისლამისტური ტერაქტი“ და განაცხადა, რომ საფრანგეთი „უარს არ იტყვის კარიკატურებსა და ნახატებზე“.


ამის შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მაკრონი დაადანაშაულა ისლამოფობიაში, უწოდა „ავადმყოფი“ და ურჩია, „ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაიაროს გამოკვლევა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG