Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში 4 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ამავე შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის რესპუბლიკური საავადმყოფოს და სოხუმში გახსნილი რუსული სამხედრო-საველე ჰოსპიტლის პაციენტებს შორის მძიმე მდგომარეობაშია 30.

აპრილიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 4058 შემთხვევა. მათგან 2071 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 36 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG