Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 1709 შემთხვევიდან 437 აჭარიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა თბილისიდანაა. მას მცირედით ჩამორჩება აჭარა. ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364.

რეგიონების მიხდვით შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 445;
  • აჭარა - 437;
  • იმერეთი - 388;
  • ქვემო ქართლი - 32;
  • შიდა ქართლი - 125;
  • გურია - 35;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი- 151;
  • კახეთი - 40;
  • მცხეთა-მთიანეთი - 12;
  • სამცხე-ჯავახეთი - 44.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 35 567 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2075-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 16 904.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 273 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG