Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ამბობს, რომ კამერა და ჩართვის აპარატი გასტაცეს


"მთავარი არხის" ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე ამბობს, რომ მას და მის ოპერატორს ორმა პირმა კამერა და ჩართვის აპარატი გასტაცეს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა არხის ეთერში.

"ეს არ იყო ქურდობა, ეს იყო გატაცება. აპარატურის გატაცება მოხდა ოპერატორის თვალწინ. ის 7-8 მეტრში იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობი ელვისებური სისწრაფით მანქანასთან მივიდა, კარი გამოაღო და ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო", - განაცხადა ვაჩიბერაძემ.

ის ვარაუდობს, რომ მას უთვალთვალებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა იპოვეს და ახლა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG