Accessibility links

დანით თავდასხმას ნიცაში სამი ადამიანი ემსხვერპლა


დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში.

საფრანგეთის პროკურატურამ საქმე აღძრა ტერორიზმის მუხლით.

პოლიციის წყაროს თანახმად, ერთ-ერთი მსხვერპლს, ქალს, 29 ოქტომბრის თავდასხმის დროს, თავი მოკვეთეს.

საფრანგეთის მემარჯვენე პოლიტიკოსმა, მარი ლე პენმაც ილაპარაკა თავის მოკვეთის შესახებ ამ ინციდენტის დროს.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

ნიცის მერმა, კრისტიან ესტროსმა ტვიტერით დაწერა, რომ დანით თავდასხმა მოხდა ნიცის „ნოტრდამის“ ეკლესიის შიგნით თუ მის მახლობლად და რომ პოლიციამ დაკავა თავდამსხმელი, რომელიც საავადმყოფოშია.

ესტროსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი გაიხოდა, „ალაჰუ აქბარ!“ (დიდ არს ალაჰი) მას შემდეგაც, როცა ის პოლიციამ დააკავა. მისი თქმით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნიცაში გაემართა.

პოლიციის ცნობით, დაჭრილია რამდენიმე სხვა პირი.

საფრანგეთის მუსლიმთა საბჭოს წარმომადგენელმა მკაცრად დაგმო ნიცაში მომხდარი. "გლოვისა და მსხვერპლის ახლობლების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, მოვუწოდებ ყველა მაჰმადიანს საფრანგეთში, გააუქმონ მაულიდის დღესასწაულის ყოველგვარ აღნიშვნა", განაცხადა მან. 29 ოქტომბერს წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადებისს დღე აღინიშნება.

საფრანგეთი შოკიდან გამოდის ამასწინანდელი თავდასხმის შემდეგ, როცა რუსეთში დაბადებულმა ჩეჩნური წარმოშობის პირმა თავი მოკვეთა მსხვერპლს, სკოლის მასწავლებელს სამუელ პატის.
„სამუელ პატის შემდეგ ცამეტ დღის მერე ჩვენს ქვეყანას აღარ შეუძლია მშვიდობის კანონებით იყოს კმაყოფილი ისლამო-ფაშიზმის განადგურებისთვის“.

დანით თავდასხმის ინციდენტს ანტიტერორისტული უწყება იძიებს. არ არის ცნობილი ნიცის თავდასხმის მოტივი და არის თუ არა კავშირი კარიკატურასთან, რასაც მაჰმადიანები ღვთის გმობად მიიჩნევენ.

პატიზე თავდამსხმელმა თქვა, რომ სურდა მასწავლებლის დასჯა იმის გამო, რომ სიტყვის თავისუფლების გაკვეთილზე მოწაფეებს წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურა უჩვენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG