Accessibility links

ბელარუსმა სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა ლატვიასთან, ლიეტუვასთან, პოლონეთთან და უკრაინასთან


ბელარუს-ლიეტუვის საზღვარი.

მინსკმა გაუფრთხილებლად შეზღუდა სახმელეთო საზღვრების გავლით ქვეყანაში შესვლა ლატვიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტში საზღვრების ჩაკეტვა კორონავირუსის პანდემიით ახსნეს. მანამდე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ არმია მზადაა, მოიგერიოს ამ ქვეყნების აგრესია.

საზღვრებზე საგრძნობი საცობები გაჩნდა. ბელარუსელები ჩივიან, რომ ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას. საზღვრებზე მხოლოდ დიპლომატიურ და სატვირთო ტრანსპორტს უშვებენ. ქვეყნის დატოვებისას მესაზღვრეები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ უკან დაბრუნებას. ამასთან, მინსკის აეროპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ხუთშაბათს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან საუბრის შესახებ თქვა: „მე ის გავაფრთხილე: ოდნავ თუ გაინძრევიან პოლონეთის, ლიეტუვის და შესაძლოა უკრაინის მხრიდანაც, ჩვენ მათ პასუხს გავცემთ.“ იმავე დღეს მან ამ სამ ქვეყანასთან საზღვრების გამაგრების შესახებ განკარგულება გასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG