Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორები რიში და შაჰინი აცხადებენ, რომ საქართველომ სამართლიანი და სანდო არჩევნები უნდა ჩაატაროს


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, ჯინ შაჰინმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ამერიკელი სენატორები აღნიშნავენ, რომ 2012 წელს, საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ერთად მოგზაურობის შემდეგ უყურებდნენ დემოკრატიის გაღრმავებას და ეკონომიკის ზრდას.

ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე ყველა მხარემ პატივი სცეს და შეასრულოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტები და დაიცვას საარჩევნო ყუთის სანდოობა.

სენატორების შეფასებით, საქართველოში წელს მიღებული საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიის ლეგიტიმურობის გასაძლიერებლად და ამ არჩევნების კარგად ჩატარება ამ მიღწევებს კიდევ უფრო განამტკიცებს და აჩვენებს ქართველი ხალხის უწყვეტ სურვილს მიისწრაფოდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიამ ხელი შეუშალა საქართველოს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობით წარმოდგენას, აშშ და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში.

„დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის, როგორც მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერას და ვუსურვებთ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს“, - ნათქვამია სენატორების, რიშის და შაჰინის განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG