Accessibility links

გახარია ტენდერში გამარჯვებულ შემწირველებზე: ან უმნიშვნელო პრობლემაა, ან უფრო ეფექტური NGO-ები გვჭირდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბოლო წლებია არასამთავრობოები მუდმივად საუბრობენ ერთსა და იმავე საკითხზე, ტენდერში გამარჯვებულ "ქართული ოცნების" შემწირველებზე. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციაა, თუ უხეში ან ნაკლებად უხეში დარღვევები არსებობს, საკუთარი "ვერსია ბოლომდე მიიყვანონ".

"თუ ჩვენ ამ ერთ პრობლემას ვერ მოვერიეთ წლების განმავლობაში, ან ეს პრობლემა არ არის ასე მნიშვნელოვანი და ვიღაც მას იყენებს წინასაარჩევნოდ აურზაურის შესაქმნელად, ან მაშინ უკეთესი სამოქალაქო საზოგადოება გვჭირდება ქვეყანაში. ეფექტური, "უკეთესი" უფრო შეფასებითია", - თქვა გახარიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მონაცემებით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (1 ოქტომბრამდე) დაახლოებით 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს.

"სანაცვლოდ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1,3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე წერია, რომ ამ მხრივ აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17,2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი „ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შესწირა. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 8,1 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22 000 ლარი შეიტანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG