Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია მოსამართლეთა კონფერენციის გამართვის გამო


მოსამართლეთა კონფერენციის გამართვის გამო საქართველოში აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია. დღევანდელ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს, საბჭოს მოსამართლე წევრებად კი - თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე.

"გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი [ეკონომიკური] ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად.

"აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს", - აღნიშნავენ საელჩოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG