Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო. „ძალიან ვწუხვარ მიწისძვირს გამო, რომელმაც, თურქეთში, უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმხსხვერპლა. პრეზიდენტო ერდოღან, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. გულწრფელად გისამძიმრებთ", - წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე".

თურქეთში, ქალაქ იზმირში, ასევე საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მომხდარ მიწისძვრას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

დანგრეულია ასობით სახლი და სასტუმრო. ადგილებზე მუშაობენ მაშველები.

თურქეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, 12 დაიღუპა და 400-მდე დაშავდა იზმირში, ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG