Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


იგორ დოდონი და მაია სანდუ
იგორ დოდონი და მაია სანდუ

კვირას მოლდოვაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს 8 კანდიდატი.


წინასწარი შეფასებით, არჩევნებში გამარჯვების მეტნაკლებად თანაბრი შანსები აქვთ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს და მის ოპონენტს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს.


პირველი მხარს უჭერს მჭიდრო პარტნიორობას რუსეთთან და მისი ლიდერობით მოქმედ ევრაზიულ კავშირთან. მაია სანდუ კი მოლდოვის ევროპული კურსის მტკიცე მომხრეა და მოითხოვს სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან რუსეთის სამხედრო ძალის გაყვანას.


იგორ დოდონი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მას მხარს უჭერს მმართველი სოციალისტური პარტია.


დოდონი გამოდის საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივით. მოლდოვის პრეზიდენტს, კერძოდ, სურს, რომ შემცირდეს დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში და დაკონკრეტდეს საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსი და უფლებამოსილება.


ევროკავშირმა განაცხადა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს მოლდოვაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს.


„ჩვენ მოველით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად, კანონის უზენაესობისა და ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩატარდება. ჩვენ სრულად და უპირობოდ ვუჭერთ მხარს მოლდოვის რესპუბლიკის მოსახლეობის უფლებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება“, -განაცხადა წინ დღით პეტერ სტანომ, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG