Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალეს 33-ე უბანზე “ოცნების” კოორდინატორი მომხრეებს ითვლის - ვიდეო


“...ჩვენი ამომრჩევლის სიაა, მოვიდა თუ არა. ამომრჩეველს კი არ ვამოწმებ, ჩვენს მომხრეებს ვარეგისტრირებ, მოვიდნენ თუ არა”, - ისმის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
“...ჩვენი ამომრჩევლის სიაა, მოვიდა თუ არა. ამომრჩეველს კი არ ვამოწმებ, ჩვენს მომხრეებს ვარეგისტრირებ, მოვიდნენ თუ არა”, - ისმის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამცხის ოლქში ვალეს 33-ე უბანზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცესკოს ამობეჭდილი სიებით საარჩევნო უბანთან დგანან და ამომრჩეველს აღრიცხავენ.

"დამკვირვებელი, რომელიც ამბობს, რომ არის "ქართული ოცნებიდან", სიებით აღრიცხავდა ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ამტკიცებდა, რომ აღწერის უფლება ჰქონდა. კითხვაზე, ვინც არ მივიდოდა არჩევნებზე, იმ შემთხვევაში რა მოხდებოდა, განაცხადა, რომ ეს უკვე თქვენი საქმე არ არისო", - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი დავით ახალკაცი.

“...ჩვენი ამომრჩევლის სიაა, მოვიდა თუ არა. ამომრჩეველს კი არ ვამოწმებ, ჩვენს მომხრეებს ვარეგისტრირებ, მოვიდნენ თუ არა”, - ისმის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სამცხეში რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ვიდეოში აღბეჭდილი პირი მათი წარმომადგენელი ზურაბ ნადირაძეა. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ იგი უბნიდან 25 მეტრის მოშორებით დგას და, შესაბამისად, კანონს არ არღვევს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უბნის მიმდებარედ კოორდინატორების ყოფნა დარღვევა არ არის და “მათ გაითვალისწინეს არასამთავრობოების რეკომენდაციები პერიმეტრთან დაკავშირებით.”

საარჩევნო უბნის მიმდებარედ ამომრჩეველთა სიებით აღჭურვილი კოორდინატორების ყოფნას იურისტები და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენად მიიჩნევენ.

"კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ", - აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (isfed) დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG