Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში გაიმართა ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერი ტრადიციული შაბათის აქცია


ხაბაროვსკში, 31 ოქტომბერს, გაიმართა ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი ტრადიციული შაბათის აქცია.

ადგილობრივი მედიის თანახმად, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 300 კაცი. ისინი შეიკრიბნენ ლენინის მოედანზე, ხაბაროვსკის საოლქო მთავრობის შენობასთან, საიდანაც დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალურ ქუჩებზე.


ხაბაროვსკის მერიაში გააფრთხილეს დემონსტრანტები, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მათი აქცია არასანქცირებული იყო. წინა აქციებთან დაკავშირებით, სასამართლომ მიტინგის წესების დარღვევის გამო 300 საქმე განიხილა. 50 კაცზე მეტს მიუსაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა, 40-ს - იძულებითი შრომა.

გამოსვლები ხაბაროვსკში უკვე სამი თვეა გრძელდება. დემონსტრანტები მოითხოვენ სერგეი ფურგალის საქმის სამართლიან განხილვას.

ოლქის ყოფილი გუბერნატორი ივლისში დააპატიმრეს ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით.

ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG