Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია უნგრეთის წინააღმდეგ ზომებს მიმართავს თავშესაფრის მინიჭების ახალი პროცედურების გამო


ევროკომისიამ დარღვევის პროცედურა აღძრა უნგრეთის წინააღმდეგ, ბუდაპეშტის მიერ თავშესაფრის მინიჭების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო.


ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ამის თაობაზე უნგრეთს 30 ოქტომბერს შეატყობინა და გააფრთხილა ბუდაპეშტი, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პასუხად თავშესაფრის მინიჭების ახალი პროცედურა წარმოადგენს „თავშესაფრის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას“.


უნგრეთის ახალი პროცედურები მოითხოვს, რომ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქემ თავდაპირველად თავშესაფრის მონიჭებისთვის მიმართოს ევროკავშირის გარეთ მდებარე უნგრეთის საელჩოს და მოიპოვოს ქვეყანაში შესვლის უფლება.


ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ეწინააღმდეგება თავშესაფრის მინიჭების შესახებ ევროკომისიის პროცედურას, ვინაიდან იგი საშუალებას უსპობს უნგრეთის ტერიტორიაზე მყოფ პირს, რომ ადგილზე მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა.

2015 წლის მიგრანტთა კრიზისის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, თავისი ანტიემიგრანტული პოლიტიკით, სისტემატურად უპირისპირდება ბრიუსელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG