Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუფრა საარჩევნო უბანთან და კატა სახელად შალვა - რამდენიმე სახალისო მომენტი არჩევნებიდან


ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე იხსნის პირბადეს, საარჩევნო კომისიის წევრის თხოვნით.
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე იხსნის პირბადეს, საარჩევნო კომისიის წევრის თხოვნით.

რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა რამდენიმე საინტერესო და სახალისო მომენტს არჩევნების დღიდან.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში საარჩევნო უბანთან სუფრა გაშალეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საარჩევნო უბანთან ასფალტზე დაწერილ „ქართული ოცნების“ ინიციალებს ხალიჩა დააფარეს.

ბადრი ესებუა - თავისუფალი კრედიტორები საარჩევნო ბიულეტენში პარტიების ჩამონათვალს მიაწერეს ზუგდიდში ბანკის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის სახელი, რომელიც ნახევარ მილიონ დოლართან ერთად მიმალულია.

ჭიათურაში, ერთ-ერთ უბანზე დააფიქსირეს საარჩევნო კომისიის წევრი, რომელსაც ხელში ალკოჰოლური სასმელის „ჰენესის“ ბოთლი უჭირავს. კანონით, უბანზე ალკოჰოლის შეტანა არ შეიძლება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტია „გირჩი“ ავტომობილ „ტესლას“ ათამაშებს. საკუთარი გათამაშების ფარგლებში, „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუკზე დაპოსტა საარჩევნო უბანთან გადაღებული სელფი და ბიულეტენის ფოტო.

„ტესლა თუ მოვიგე, მერე არ თქვათ ჩაწყობილი იყოო“, - წერს ჯაფარიძე.

„მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს კატას ჰქვია შალვა“

დაპირისპირება ქუთაისურად

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG