Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფორმულას" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, 5 ოპოზიციური პარტია - 41%


ამერიკული კომპანიის - „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგები 20:00 სათზე ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა. პარტიებსა და ბლოკებს შორის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 46%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 28%;
  • "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 5%;
  • „გირჩი“ - 3%
  • ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
  • გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 2%.

ეს მაჩვენებლები დათვლილია 16:00 საათის მონაცემებზე დაყრდნობით. 50%-ზე მეტმა რესპონდენტმა უარი თქვა პასუხზე. „Edison Research“-ს ეგზიტპოლი ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაუკვეთა. კომპანია „Edison Research“-ის მიერ შესრულებული სამუშაო პროპორციულ (პარტიული სიების) ნაწილს შეეხება.

ღამის 22:00 საათისთვის „ფორმულა“ წარმოდგენს კენჭისყრის დღის სრული სურათის ამსახველ შედეგებს.

„ედისონს“ საქართველოში სხვადასხვა დროს არაერთი ეგზიტპოლი აქვს ჩატარებული და ძირითადად - „რუსთავი 2“-ის დაკვეთით. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სწორედ „ედისონის“ ეგზიტპოლის შედეგებით გამოვლინდა მეორე ტურის საჭიროება. 2017 წელს კი, დედაქალაქის მერად კახა კალაძის პირველსავე ტურში არჩევა სწორედ ამ კომპანიის მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლმა აჩვენა.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%

„იმედის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 55.0 %, ნაციონალური მოძრაობა - 23,0%

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლით თბილისში იმარჯვებს ენმ - „ძალა ერთობაშია"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG