თბილისში მისული ამომრჩევლის ყველაზე დიდი წილი ვაკეში მივიდა. აქ აქტივობა 20:00 საათის მონაცემებით, 60,09 პროცენტი მივიდა. ამ უბანზე ხმა ჯამში 62 546-მა ამომრჩეველმა მისცა.
ამ უბანში კენჭს შემდეგი კანდიდატები იყრიდნენ:
- ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველო“
- კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო"
- ნოდარ ტურძელაძე - „ქართული ოცნება“
- ჯონდი ბაღათურია - „ქართული დასი"
- ლევან კობერიძე - „ლელო“
- ბექა ნაცვლიშვილი - „ჩვენი საქართველო ― სოლიდარობის ალიანსი“
- გია გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“
- ნანა დევდარიანი - „პატრიოტთა ალიანსი“
- ლაშა ამირეჯიბი - „ქართული მარში“
- ხათუნა საგინაშვილი - „კონსერვატიული პარტია“
- მაია კუკავა - „რეფორმერი"
- ლევანი ჩხეიძე - „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა"
- როინ ლიპარტელიანი - „მომავალი საქართველო"
- მეგი აღაპიშვილი - „ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი“
- მამუკა მელიქიშვილი - „საქართველო"
- კონსტანტინე ბუქურაული - „ახალი ძალა"
- ნინო ქარელი - „შეცვალე საქართველო"
- გეგა ხვედელიძე - „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“
- ხათუნა საგინაშვილი - „ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია”
- დავით დადიანი - „პროგრესული საქართველო"
- ნანა წითელაშვილი - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”
- ირაკლი მაჭავარიანი - „ტრადიციონალისტები"
- გურამ საღარაძე - „ქართული მარში"
- თენგიზ ტყეშელაშვილი - „საქართველოს განვითარების პარტია“
- ბიძინა გეგიძე - დამოუკიდებელი
თბილისის მასშტაბით სულ 1 003 353 ამომრჩეველი იყო, საიდანაც ხმა 54%-მა მისცა, რაც 542 080 ამომრჩეველია. ყველაზე პასიური ამომრჩეველი ისანში იყო.
დაწერეთ კომენტარი